13:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 13:18:56, 1151 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე უკრაინაში რამდენიმე საქმე აღიძრა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული. 

როგორც უკრაინელმა ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემა, შესაბამისად, უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. 

„გუშინ ვიყავით სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, მან უფლება მოგვცა გვეთქვა გარკვეული ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, დაკავშირებული წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან.

საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან. ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში იმისთვის, რომ შეფასდეს, რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას. როდესაც დავბრუნდებით უკრაინაში, შესაბამის დოკუმენტაციას ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურას. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატიური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics