07:57 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 23:41:06, 1004 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - არ დავუშვებთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვინმემ დახუროს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ 10 დეკემბერს, ჟენევაში, რუსეთთან გამართული შეხვედრა წარმოადგენდა საუბარს და არა მოლაპარაკებას და ამბობს, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები დეტალურად არ განიხილა.

ამასთან, შერმანი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ელაპარაკა ორმხრივ ნაბიჯებზე დეესკალაციისთვის სარაკეტო და წვრთნების სფეროებში, თუმცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას საფასური მოჰყვება.

"წამოვაყენეთ რამდენიმე იდეა, სადაც ჩვენი ორი ქვეყანა შეძლებს ორმხრივი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში იქნება და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას" - უთხრა შერმანმა ჟურნალისტებს.

შერმანის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს რუსეთის დელეგაციასთან ჰქონდათ გულწრფელი და პირდაპირი საუბარი, რომელიც რვა საათამდე გაგრძელდა, და აშშ ღია რჩება შემდგომი შეხვედრებისთვის, ორმხრივი ინტერესის საკითხების უფრო დეტალურად განხილვის მიზნით.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics