|
2022-01-05 21:16:20, 1467 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ნაზარბაევს, ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას, ქვეყანა პირად საკუთრებად ექცია
„ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული. ექს-პრეზიდენიტის განცხადებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ რა რეპრესიებიც არ უნდა განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა, მაინც თავისუფლებისმოყვარე ხალხშია. „მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია. ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)