15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-31 20:34:14, 1654 ნახვა

სამართალი
ძალადობრივი ჯგუფის წევრი ბექა ვარდოსანიძე დააკავეს

 ქართული მარშის წევრი და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი, ბექა ვარდოსანიძე დააკავეს. ლომიძის თქმით, ვარდოსანიძე პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

"პოლიციაში შესვლისას მოგვიწია ცოტა ხნით ლოდინი. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე განვითარდებოდა სიტუაცია. ჩვენ გვეგონა, რომ მისული ვიყავით ჟურნალისტის მიერ განცხადების შეტანის საფუძველზე. მერე როგორც აღმოჩნდა, როგორც პოლიციის უფროსმა განმიმარტა, ბექას დაკავება მოხდა პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რაც არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, ან 15-დღიან პატიმრობას". – თქვა ადვოკატმა თემურ ლომიძემ.

30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით უჩივლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics