|
2021-12-30 13:45:54, 1047 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართავს ნიკა გვარამია ექს-პრეზიდენტის მიმართ გლდანის ციხეში გადაყვანის მუქარაზე საუბრობს და მოუწოდებს უწყებას, დაიწყოს გამოძიება. „ცუდად გახდომის უფლებაც აღარ აქვს სააკაშვილს. ზემოთმოყვანილი ტექსტი კი წამების მუქარაა, რაც ცალკე დანაშაულია. მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას Генеральна прокуратура України: წამება არის ექსტერიტორიული კონვენციური დანაშაული. წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი დევნა სავალდებულოა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყოს წამება ჩადენილი. ასევე, უკრაინის მოქალაქის წამების ფაქტზე, სავალდებულოა გამოძიების დაწყება და ეჭვმიტანილთა გამოვლენა, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რომელ თანამდებობაზეც. შესაბამისად, როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შესაბამისი პირების მიერ მიხეილ სააკაშვილის წამებაში უშუალოდ, თუ ბრძანების გაცემის, წაქეზების, ორგანიზების, არაადეკვატური მკურნალობის ან სხვა ფორმით ჩართული პირების გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად. ეს უკრაინის პროკურატურის ვალდებულებაცაა და ტერიტორიულადაც შეუზღუდავია ამ მხრივ მისი კომპეტენცია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა არათუ არ რეაგირებს სააკაშვილის წამებაზე, არამედ თავადაა ჩართული ამ ორკესტრირებულ დანაშაულში, ვფიქრობ, უკრაინის პროკურატურამ, გადაუდებლად უნდა მიმართოს მისი მანდატით, წამების კონვენციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ სავალდებულო ღონისძიებებს. აქვე, მოვუწოდებ უკრაინის სახალხო დამცველს, ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს», - წერს ნიკა გვარამია.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)