|
2021-12-22 20:01:04, 1358 ნახვა
სამართალი
GDI - სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლების უარია, სათანადოდ დასაჯოს სიძულვილით მოტივირებული მოძალადეები
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) „თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილია - უარი თქვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სათანადოდ ბრძოლაზე და მოძალადეების დასჯაზე. GDI-ის ცნობით, დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც მოძალადეთა გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვენ ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის ალტ-ინფო. მსგავსი მოწოდებებით აქცია დაანონსდა 24 დეკემბერსაც, ამგვარი თანადროული პროცესი კი, დამატებით კითხვებს აჩენს სახელმწიფოს რეალურ ზრახვებთან დაკავშირებით. „შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა დარბაზიდან. მათ ჩამოერთვათ პასპორტები, აეკრძალათ პრაიდის ორგანიზატორებთან მიახლოება და დაევალათ ყოველკვირეული გამოცხადება პოლიციაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზანშეწონილი და საკმარისი იყო მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მიუხედავად აღნიშნული შემაკავებელი ღონისძიებებისა, ვფიქრობთ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მხედველობაში მიეღო ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია პრაიდის ორგანიზატორებისა და ზოგადად ლგბტ თემის მიმართ გახშირებულ თავდასხმებთან და ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მოწოდებებთან, რომელიც ქნის მსგავსი ძალადობრივი ქმედებების განმეორების რეალურ საფრთხეს“, - წერია განცხადებაში. „თუ პრაიდის ორგანიზატორებს და ამ მედია პროპაგანდისტებს ისევ ექნებათ იგივე ამბიციები, მე ჩემს აზრს გეუბნებით, რომ ეს რაც 5-ში მოხდა, ბევრად უფრო მძიმე ფორმებში დატრიალდება. ეს არის რეალობა, რაც მოხდება, მუქარა არ არის.. რაც 5-ში მოხდა, იმაზე უფრო მძიმე ფორმები იქნება სავარაუდოდ..."-განაცხადა დღეს „ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა და პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ“. GDI იუწყება, რომ ისინი აგრძელებენ 5 ივლისს დაზარალებული აქტივისტებისა და ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" სამართლებრივ დახმარებას.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)