20:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 15:32:37, 670 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის პროაქტიული პოზიციისთვის, მზად ვარ შევხვდე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველშვილთან შესახვედრად.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას გიორგი მარგველაშვილს.

ამასთანავე, მიხეილ სააკშვილი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

„მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

ასევე, მივესალმები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამასთანავე, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა და შესაბამის უწყებაში განცხადება შეიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics