14:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 19:28:44, 617 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო, სომხეთს „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს

„რამდენიმე დღის წინ გამართულ მინისტერიალზე დიდი ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა",- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მინისტრის განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მეზობელ სომხეთს ამ წარმატებული პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს. 

„ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარებას, სადაც მათ გავუზიარებთ გამოცდილებას მობილური იუსტიციის სახლის პროექტთან დაკავშირებითაც"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, მიმდინარე კვირაში, ვენეციაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics