17:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 19:03:05, 588 ნახვა

სამართალი
დეა მამისეიშვილი 5 ივლისის საქმეზე - ისტორია დაიწერა რადიკალების მიერ და ეს უნდა დაინახოს ქართულმა მართლმსაჯულებამ

საქალაქო სასამართლოში, 5 ივლისის საქმის განხილვის შემდეგ, „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაინახოს 5 ივლისის ისტორია, რომელიც რადიკალი ჰომოფობების მიერ დაიწერა.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია, ფაქტობრივად არ გააჩნია.

„წარმოვადგენ თუ არა ლგბტ თემს, რა იდეოლოგია აქვს „მთავარ არხს“, როგორია ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა -  ამ კითხვების ავტორები იყვნენ ადვოკატები, რომლებიც იცავენ რადიკალებს. ალბათ, გაკვირვებული უნდა ვიყო, თუმცა არ ვარ იმიტომ, რომ დღეს, ჩემი სამსხდომიანი გამოკითხვა დასრულდა და წინა პროცესების დროს, ძალიან ნათლად მოვისმინე როგორია დაცვის მხარის სტრატეგია და პოზიცია, რომელიც მათ ფაქტობრივად, არ აქვთ. მე არ ვესაუბრები იქ დაცვის მხარეს, ჰომოფობებს. მე მათ ვერაფერს შევაცვლევინებ. მათ 5 ივლისის განსხვავებული ისტორია იციან და ესმით, მაგრამ ისტორია დაიწერა რადიკალების მიერ და ეს უნდა დაინახოს ქართულმა მართლმსაჯულებამ“, - აღნიშნა დეა მამისეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics