|
2015-02-03 17:03:34, 1521 ნახვა
სამართალი
გურჯაანის რაიონული სასამართლო პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
გურჯაანის რაიონული სასამართლო სასამართლო შენობაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მათი ინფორმაციით, პატიმარი პროცესის დასრულების შემდეგ, არა სასამართლო დარბაზიდან, არამედ პატიმართა დროებითი მოთავსების საკნიდან გაიქცა. "2015 წლის 2თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მიტო ხინაშვილი განიხილავდა ბრალდებულ დიმიტრი ხაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი ხაჩიაშვილს შეეფარდა პატიმრობა. პროცესის დასრულების შემდეგ, პოლიციის მიერ პატიმარი ჩაყვანილ იქნა სასამართლო შენობაში პატიმართა დროებითი მოთავსების საკანში. კანონის შესაბამისად, ის იმყოფებოდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. სწორედ ამ საკნიდან მოახერხა პატიმარმა დიმიტრი ხაჩიაშვილმა გაქცევა. სასამართლო მოუწოდებს ყველას, რომ დაუზუსტებული და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავონ, რათა არ მოხდეს საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება და სასამართლოს დისკრედიტაცია",-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)