15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 18:46:33, 629 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზით აიცრა.

ვახტანგ გომელაურთან ერთად, ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის პროცესში, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისთანავე ჩაერთო. მან, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად „სინოფარმის“ პირველი დოზა მიმდინარე წლის 5 მაისს გაიკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, პროცესის დაწყებისთანავე თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის კაბინეტები მოეწყო, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით.

ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics