15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 17:21:11, 812 ნახვა

საზოგადოება
„ღია სივრცე კავკასია“-მ პროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში“ განიხილა

„ღია სივრცე კავკასიამ“ (COS), ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული  დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში, სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

უწყების განცხადებით, შეხვედრებში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მიიღეს.

პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული  დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ მიზანია, შეიქმნას თემატურ კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო  პარლამენტის წევრებისთვის, რათა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

„პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის გაძლიერებას კანონშემოქმედებით საქმიანობაში ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე ცნობიერების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics