02:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 13:35:23, 725 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2021“–ის ფინალი ხვალ საღამოს გაიმართება

„თიბისის“ პროექტის  „ბიზნესდაჯილდოება 2021“ ფინალი ხვალ საღამოს გაიმართება. გამარჯვებულების გამოვლენას შეგიძლიათ Facebook Live-ის მეშვეობის ადევნოთ თვალი, რომელიც თიბისის და თიბისი ბიზნესის Facebook გვერდებზე ზუსტად 19:45 საათზე დაიწყება.

„თიბისი“ მეექვსე წელია, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე დაჯილდოებაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და საჭირო შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მათზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ტარდება. დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაციაც დაემატა და ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
  • საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა
  • განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის

საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა,  ასევე, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იზრუნებს,  რომლებიც ამ პროცესში კონკურსის გამოცხადების დღიდან არიან ჩართული.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics