02:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 11:47:38, 809 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავას განცხადებით, ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირება, არც კი იგრძნობოდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება არც კი იგრძნობოდა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე ყოველდღიურად მიდის ჭორაობა.

„როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. გადადგომებზე არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის ყოველ დღე მიდის სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ, „ხომ ვამბობდითო?“. სამი წელი ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკურ საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics