|
2021-12-09 20:51:02, 782 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ტიკარაძის გადადგომაზე - იღლიცინეთ ახლა და იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან მართებულად გადადგა. აღნიშნულის შესახებ, ნიკა გვარამია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე სტატუსს წერს. მისი განცხადებით, ყოფილი მინისტრი მიღებული გადაწყვეტილების გამო, არც მადლობას და არც შექებას იმსახურებს, თუმცა ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - ნამდვილად. „სამ ცდაში გამოიცანით, რას უპირებს ივანიშვილი იმ მთავრობას, რომელსაც მისი პირადი და უპირველესი ფავორიტი ტოვებს. მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად. ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - იმსახურებს. ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება. იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი. где логика? где разум? P.S. ოღონდ, ახალ წელს თუ ტიკარაძე იქნა ჯანდაცვის მინისტრი და ღარიბაშვილი რობოტი პეპერის გზას გაუყენა, არ გამიკვირდება“, - წერს ნიკა გვარამია.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)