|
2021-12-09 20:20:31, 853 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, მან „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გადადგომამდე, ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამედიცინო საზოგადოებასა და ჯანდაცვის სამინისტროს, მათ, ვინც პანდემიის პერიოდში დაუღალავად, 24 საათიანი რეჟიმში შრომობდა. ტიკარაძემ საქართველოს მოქალაქეებსაც სიტყვით მიმართა და კორონავირუსის პანდემიის შეჩერებაში დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა. „მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა, გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ექიმს, ექთანს, ვინც პანდემიის პერიდოში ჩემთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით ეკიდებოდა გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მადლობა სამინისტროს გუნდს, რომლებიც დაუღალავად ებრძოდნენ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. სამინისტროს გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)