|
2021-12-08 12:31:01, 479 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველბის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მედიკამენტების მიღებას აგრძელებს. ადვოკატის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს სატელევიზიო სიგნალი გაუთიშეს, რაზეც მას მძაფრი რეაქცია ჰქონდა ახლა კი პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია. "ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ცხადია, არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი, შესაბამისად ის ამ სიგნალს ვერ იღებდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა უყუროს ტელევიზორს. რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ პენტენიცურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)