|
2021-12-02 12:42:50, 515 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ მხარეებს სხდომის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა
საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის, ე..წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს მიმართა და პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებიკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი. „მოგიწოდებთ მაქსიმალურად პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ. იყავით კორექტულები და პატივი ეცით ერთმანეთს. ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს წესრიგის დარღვევას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შემიძლია, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ზომები. მაქსიმალურად მობილიზებულია სასამართლო, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, მაგრამ მხარეებმა უნდა შემიწყონ ხელი. ეს არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მე გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მოწადინებული და მონდომებული არ ვარ“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხის გაფლანგვის ე.წ პიჯაკების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. პროკურატურა მათ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)