06:03 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 13:38:58, 686 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – სააკაშვილი პროცესზე დასასწრებად მზადაა, ის წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც ნიღბის ჩამომგლეჯი იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ის ხვალინდელ პროცესზე დასასწრებად მზად არის.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ედუარდ სააკაშვილი სპეციალურად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა და იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ვიზიტს ხელს ხელონურად შეუშლის სააკაშვილს საკითხზე მკაცრი რეაგირება ექნება.

"მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი ვითარება გვექნება, თუმცა ამ მდომარეობაშიც კი, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად.

მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელოვაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ძალიან ბენდიერია რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გული წყდება რომ ეს ჯარისკაცები, გულანთებული პატრიოტები აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული.

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვას სიტყვას, რომელიც ნიღბის ჩამომგლეჯი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების დავალებას.

ასევე, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი ჩამოვიდა და მოვითხოვთ პენიტენციურ სამსახურს, მას არ შეექმნას რაიმე ხელოვნური ბარიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ექნება მკაცრი რეაგირება."- განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics