07:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 18:12:12, 774 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი – საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად

საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად, სანდოობითა და ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა იყოს მეტი თანამშრომლობა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას შორის. 

"საქართველოში საჭიროა, ბოლომდე მივიყვანოთ რეფორმები თანმიმდევრულად, სანდოობითა და ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ პოზიციას ამ მნიშვნელოვან სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა იყოს თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს დაეხმარება საერთო გამოწვევების დაძლევას და გზას გაუხსნის მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით", – განაცხადა მიშელმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics