03:50 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 15:41:07, 1270 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი კონტაქტურ კარატეში წარმატებულ სპორტსმენს, დათა ფუტკარაძეს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრს, კონტაქტურ კარატეში დათა ფუტკარაძეს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. ინფორმაციას შუახევის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დათა ფუტკარაძე, რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში,70 კგ.წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

სამგზის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, 3-4 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ლიტვიის დედაქალაქ ვილნიუსში, საქართველოს სახელით მსოფლიო სალიზენციო ტურნირზე იასპარეზებს.

ომარ ტაკიძემ, სპორტსმენს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics