14:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 13:02:47, 2269 ნახვა

ომი უკრაინაში
ახალი შტამის გამო ისრაელმა და ბრიტანეთმა სამხრეთ აფიკასთან ფრენები აკრძალა, შეზღუდვებს დააწესებს ევროკავშირი

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა. ამავე რეგიონიდან ისრაელში უცხოელი მოგზაურების ჩასვლა დაუშვებელი იქნება. ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამრიგად, ისრაელის მთავრობის მიერ შედგენილ ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი.

ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
სამხრეთ აფრიკის ე.წ. წითელ ნუსხაში შეყვანას აპირებს ინგლისიც.

ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკომისია გააკეთებს შეთავაზებას წევრსახელმწიფოებთან კოორდინაციით ამოქმედდეს გადაუდებელი სამუხრუჭე ზომები აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გამო“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics