10:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 17:07:50, 742 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინელი ადვოკატი – მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი, ეს არ არის ის მიხეილ სააკშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა მოინახულა.

როგორც ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა.

"მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50 დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკასვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მე ვერ მივიღე ინფორმაცია და პასუხები როგორ მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა,მაგრამ სააკაშვილმა მითხრა, რომ აქვს უკეთესი პირობები. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი", – განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics