01:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 11:49:43, 811 ნახვა

საზოგადოება
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდური უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის, ასფალტის ზედა ფენა იგება. სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემა განაახლა. დაზიანებული გზა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს გადაადგილების კუთხით, პრობლემა აღარ შეექმნებათ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics