00:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 10:59:56, 1178 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი – მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, უშუალოდ ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს მხარეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად.

„შეშფოთებული ვართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ცნობით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, უშუალოდ და კონსტრუქციულად ჩაერთონ ყველა გადაუჭრელი საკითხის, მათ შორის საზღვრის დემარკაციის საკითხის მოსაგვარებლად“, – წერს ენტონი ბლინკენი.

ცნობისთვის, სომხეთ–აზერბაიჯანის საზღარზე შეიარაღბული დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics