16:15 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 14:51:31, 821 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა თუ პრეზიდენტი? – ის პრეზიდენტის ინსტიტუტის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა

უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასი პატიმარი უკრაინულ ციხეში და ჯობს, იმ პატიმრებს დაუთმოს მეტი ყურადღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა პრეზიდენტის სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა.

„უკრაინის ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასი პატიმარი უკრაინულ ციხეში და ჯობს, იმ პატიმრებს დაუთმოს მეტი ყურადღება, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი? მე მგონი, არც ერთი არ არის, გეტყით რატომ. ერთი, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და მეორე, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, იმიტომ რომ, ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად და ამაში შედის წამება, არაადამიანურად მოპყრობა, აქედან გამომდინარე, ის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლოა“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics