|
2021-11-15 20:11:29, 1039 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონიან ფონდს Catapult Georgia One-ს დააფუძნებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ფონდი სილიკონ ველიზე საქმიანობს და ასობით სტარტაპი ყავს დაფინანსებული. „Catapult VC-ის გადაწყვეტილებით საქართველოში შეიქმნება კერძო ფონდი, რომელიც დააფინანსებს ქართულ სტარტაპებს, რომელშიც სახელმწიფოც მცირედი მონაწილეობით იქნება წარმოდგენილი. ეს არის იმის აღიარებაა, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩვენ შევქმენით იმდენად მიმზიდველი ეკოსისტემა, რომ მსგავსი მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ის მიმართულება, რომელიც უკვე ძალიან კონკურენტუნარიანია და ქართული სტარტაპები ღირსეულ კონკურენციას უწევენ გლობალურად სხვა სტარტაპებს. სწორედ ეს არის მომავლის ეკონომიკა, რომელიც უფრო სწრაფად განვითარდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. "დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი. Catapult-ი ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში."- ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)