|
2021-11-14 11:30:20, 660 ნახვა
პოლიტიკა
EPP - მიხეილ სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადო კლინიკაში
ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით,- „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ მისი მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. „ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების და როგორც პირის, რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი, EPP-ის ჯგუფის საგარეო ურთიერთობათა სპიკერი მაიკლ გალერი. მაიკლ გალერი ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას შეასრულოს სამედიცინო კონსოლიუმის რეკომენდაციები სრულად. „საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, - წერს გალერი. „ევროპის სახალხო პარტიის“ ვებგვედის თანახმად, მაიკლ გალერის განცხადება მოჰყვა მედიისა და საქართველოს ომბუდსმენისგან მომდინარე შემაშფოთებელ ცნობებს, არასათანადო სამედიცინო აღჭურვილობის, ასევე ციხეში მყოფი სხვა პატიმრების მიერ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის შესახებ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 45-ე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)