|
2021-11-13 13:55:46, 681 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე გრიგოლი – მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა სააკაშვილს სინანული და ნამდვილი ფერისცვალება
მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, ნამდვილი ფერისცვალება, – ამის შესახებ ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზის მისვლასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქრისტიანულად კარგია, როცა მღვდელმთავარი შედის მასთან, მშვიდად ესაუბრება და აზიარებს. "იურდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. მე პირადად არ ვიცი რა სიტუაციაა, მეუფე ნიკოლოზს უნდა ვკითხოთ, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სინანული, აქვს თუ არა ნამდვილად ფერისცვალება. ჩვენ ვიხსენებთ მიქაელს, როგორც საპყრობილეში მყოფ ადამიანს, კვეთაში, ბარძიმში ვლოცულობთ. საერთოდ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რომ იყოს შერიგება, პატიება, იყოს სიტყვა შემიწყალე, მაპატიე. როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, პატრიარქი ეუბნებოდა ოპოზიცია–პოზიცია, შერიგდით, მოუსმინეთ ერთმანეთს", – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი მეუფე ნიკოლოზმა აზიარა და მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 40 დღიანი მშრალი მარხვით ექს–პრეზიდენტმა დიდი ღვაწლი გასწია. აღნიშნულს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40–დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)