18:18 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 11:27:26, 729 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – აუდიტის სამსახური „გირჩს“ სასამართლოში გვიჩივის, პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება

პარტია "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ წუთებში პარტიის 11 წევრია დაკავებული, რომელთაგანაც ერთს 6 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, დანარჩნები კი განაჩენს ელოდებიან.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახური "გირჩს" სასამართლოში უჩივის და სავარაუდოდ, პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება.

"ამ წუთის მდგომარეობით:

11 გირჩელია დაკავებული

ერთს 6 დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი

დანარჩენები ელოდებიან განაჩენს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში

აუდიტის სამსახური სასამართლოში გვიჩივის და სავარაუდოდ პარტიის ანგარიშების დაყადაღებას ეცდება

ფეიფალმა მომწერა, საქართველოდან გვითხრეს რომ მაქაურ რეგულაციებს არღვევ და ამიტომ ანგარიშს გიუქმებთო (უცხოეთიდან დონაციებს მანდ ვიღებდი)", - წერს ზურაბ–გირჩი ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics