18:19 - 28 Jul, 2026
|
2021-11-13 09:56:49, 2256 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტთან მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა და აღნიშნა, რომ პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. "ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივი წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ამ საერთაშორისო, სწორ, ადეკვატურ მზარდ რეაქციას ასევე, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენი უწყვეტი, თანმიმდევრული და ორგანიზებული პროტესტი. გელოდებით ხვალ, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მომავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)