|
2021-11-11 15:20:03, 636 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე – კადრები პირდაპირ ამხელს ხელისუფლებას ძალადობაში, პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პენიტენციური დაწესებულებისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების მე–18 დაწესებულებაში გადაყვანის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს ეხმაურება. როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ეს კადრები ხელისუფლების საწინააღმდეგოა, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში. "ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში. 2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის - მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე; 3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. 4. ივანიშვილის ფბ-ზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში. ვაგრძელებთ პროტესტს", – წერს ხატია დეკანოიძე.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)