|
2021-11-09 11:23:04, 600 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია – ის, რაც ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის სისასტიკე ყველა მოქალაქის მიმართ
სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე ყველა მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითიც გუშინ, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მე–12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, ხელისუელებისთვის სიტყვა კანონი არაფერს ნისნავს, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ის ყველაფერს გაგიკეთებს. "მე ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი არაფერს ნიშნავს, მათ არც უფიქრიათ, რომ კანონი დაიცვან, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად, დიდი სისასტიკით გაკეთებული. ეს სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე საქართველოს მოქალაქის მიმართ. შეიძლება ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მას ეხება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ის ყველაფერს გაგიკეთებს", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)