23:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 21:39:01, 689 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობაზე შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა მზარდი იყო

მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბერგაძემ "ტვ იმედის" ეთერში გაანაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი  განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო.

"მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა, შეიქმნა მზარდი, ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარების რისკის მინიმილიზაციის და პრევენციის გამო, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ის განთავსებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მასზე იზრუნებს სამედიცინო პერსონალი და მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო.

ეს განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, ასევე უსაფრთხოების მოტივებით, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც იყო საუბარი იმაზე, რომ თუ მოხდებოდა პატიმრის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა  გზების ჩახერგვას და ხელშეშლას, ასევე გვქონდა სხვა ინფორმაციაც და ზოგადად ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნა, სწორედ ამ მოტივების გამო, ის გადავიყვანეთ შესაბამის დაწესებულებაში." - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics