13:15 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 12:36:56, 602 ნახვა

საზოგადოება
ყველაფრით კმაყოფილია, ხაზზე ვიქნები საჭიროების შემთხვევაში - კახა კუჭავამ ელენე ხოშტარია მოინახულა

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა რომელმაც პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

კუჭავას თქმით,  მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში მუშაობს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება.

"ელენე ხოშტარია მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და თუ საჭიროა ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება.

მაინტერესებდა თუ აკლდა რაიმე, პირობები და ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემი მოსვლის მიზეზი იყო, რამე ხომ არ აკლია, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ და კარგია, რომ არის". - ამბობს კახა კუჭავა.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, 3 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics