|
2021-11-03 15:31:43, 853 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ცვლილებები გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას ემთხვევა
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცესკოს მიერ კონკრეტული უბნების ხელახლა გადათვლებმა მეორე ტურის შედეგებსა და კანდიდატების მიერ მიღებულ ხმების პროცენტულ მაჩვენებელზე მინიმალური გავლენა მოახდინა. მისი თქმით, ცვლილებები გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას ემთხვევა . მამუკა მდინარაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების კარგი ადმინისტრირებისთვის მადლობა გადაუხადა. "გვსურს გამოვეხმაუროთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებს. რომელმაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივრცე, ვინმემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ხარვეზებზე იმანიპულიროს. 1832 უბნიდან, ამ წუთის მდგომარეობით, გადათვლილია 259 უბანი, რაც უბნების 14%-ს შეადგენს, გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში, ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა. მაგალითად, თბილისში ჩვენს კანდიდატს, კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა. ბათუმში, არჩილ ჩიქოვანს დაემატა ერთი ხმა, გიორგი კირთაძესაც დაემატა ერთი ხმა. მაგალითად, ზუგდიდში, მამუკა წოწერიას დაემატა 1 ხმა, ანზორ მელიას არც ერთი, ქუთაისში დეკანოიძეს არც ერთი ხმა, ხალახალეიშვილს ორი ხმა დაემატა. გადათვლებით, ყველაზე მეტი, 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში, მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ, შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა. საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილებები გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები, პრაქტიკულად, აბსოლუტური სიზუსტით, ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. ხაზგასასმელია, რომ გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მით უმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)