02:23 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 20:08:21, 805 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში

ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში! -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ბათუმელებისადმი გამოგზავნილ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც გიორგი კირთაძემ წაიკითხა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს,  საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს.

"მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს! მოგესალმებით კოალიციურ ერთობას!

ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს!

ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს, ისინიც კი, ვინც აქამდე მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ.

თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის.

ახლა ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!

თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი ლამაზი, ამაყი, თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი.

ახლა მთავარია, თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და ყველგან, სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით, ისინი უნდა გავხსნათ!

აქაც, ციხესთან, თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი.

ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში!

ბრძოლის დროშა, რომელსაც ახლა მაღლა ბათუმი სწევს, აღარასდროს უნდა დაეშვას!"-  წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა აქციები დაანონსეს, ქვეყნის დიდ ქალაქებში, პირველი აქცია ბათუმში ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics