14:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 15:41:31, 605 ნახვა

საზოგადოება
პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების” ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში  სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.- ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური  ქუჩის საფეხმავლოების,  მასზე განთავსებული შენობების გარე ფასადების,  მიმდებარე გიორგი  სააკაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების რეაბილიტაციას ანუ ქალაქის ცენტრის ურბანულ განახლებას.

ამჟამდ სკვერში წვეთოვანი მორწყვის, ფილების დასაგები წინასწარი სამუშაოები (ბეტონის მოწყობა), პარალელურად კი შენობების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კასპში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50 წელია არ ჩატარებულა. ქალაქის ცენტრის სრული განახლება მიმდინარეობს, იერსახე ეცვლება როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ მოწესრიგებულ,   გალამაზებულ ცენტრს, შენობებსა და გარემოს, ორივე სკვერი კი კასპელთათვის მეტად  საყვარელი ადგილი გახდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics