09:45 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 15:43:22, 621 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი გორდონი დეპორტზე - ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის

ამას ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მოეწყოთ ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. - უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოდან დეპორტაციის ფაქტს გამოეხმაურა.

 იგი „ტელეგრამზე“ პოსტს  აქვეყნებს და აცხადებს რომ, ის რაც მოხდა არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„ერთი საათის წინ ჩავფრინდი თბილისში და მთელი ამ ხნის განმავლობაში საპასპორტო კონტროლზე ველდოებოდი პასპორტში ბეჭედს. ახლახან ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დაუსახელებიათ.  

ამას ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მოეწყოთ ჩემი ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. ეს ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.“- წერს დიმიტრი გორდონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics