20:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 18:06:33, 660 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს

თბილისის მერი კახა კალაძე ნუცუბიძის ფერდობზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო ცენტრი მოიცავს ერთ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს და ერთ მინი მოედანს (7x7) განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა შენობა, სადაც გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული.

„მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ვარჯიში და ფეხბურთის თამაში ბავშვებისთვის უფასო იქნება. ეს ძალიან მაგარი პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ და „უეფას“ გრანტებით კეთდება. ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, გადავეცით ფეხბურთის ფედერაციას და ძალიან მიხარია, რომ დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია, გამართული ინფრასტრუქტურაა გასახდელებით, საშხაპეებით. ბავშვებს ექნებათ კომფორტულ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო ცენტრის პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ტერიტორია ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ფოთში, თბილისის მასშტაბით კი, გლდანის, სამგორისა და ვაკის რაიონებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics