19:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 16:42:00, 651 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში, აზეულას ქუჩაზე მულტიფუნქციური სივრცე მოეწყო

კოჯორში, აზეულას ქუჩაზე, 6 000 კვ.მ. ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახალი სკვერი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები განთავსდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდა და ახალი ნარგავებიც გაშენდა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და გამგეობის თანამშრომლები გაეცნენ.

„მთაწმინდის რაიონს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვლილი.  ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო. მასშტაბური სამუშაობის ფარგლებში კი,  მთლიანად განახლდა. აღნიშნული ტერიტორიით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე დამსვენებლები“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოებისთვის მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 737 ლარი გამოყო.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics