09:44 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 15:41:11, 966 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოტაკი - შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა

საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ ასრულებს მისივე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს.

„ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით.

ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს. დაადგინეს კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, ახლა საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics