|
2021-10-26 13:17:12, 907 ნახვა
პოლიტიკა
TI - დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015-2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ დაწინაურების სისტემას გავლენიან მოსამართლეთა კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ–ერთი მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს. „გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაწესება ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობას. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გავლენიანი მოსამართლეებისგან მომდინარე იმ საფრთხეების გათვალისწინება, რამაც შეიძლება ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შელახოს; „მიტაცებული“ იუსტიციის საბჭოს არსებობა საფრთხეს უქმნის სასამართლოს გაჯანსაღებასა და მისი რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურებითა და საკადრო გადაწყვეტილებებით მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს. ასეთ ვითარებაში, ჩნდება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის საფრთხეები, რაც კორპორატივიზმის პრინციპზე დაფუძნებულ მმართველობას აძლიერებს; მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს. მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანისას არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სასამართლოს საკადრო საჭიროებები. ზედაპირული და არაშინაარსობრივია გასაუბრების პროცესიც, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და ძირითადად კანდიდატის მოტივაციის შესახებ ინფორმაციას ეხება. საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პირობებში, გაუგებარია ნამდვილად დამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმები კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების დროს“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)