|
2021-10-24 13:57:23, 1425 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ევროკავშირი ერდოღანს უპირისპირდებიან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თურქეთის ხელისუფლებისგან აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების ახსნა-განმარტებებს ელოდებიან. ამასთან, თურქეთის საგარეო უწყებას აშშ-ის და კიდევ ცხრა ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. ამასთან, ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი: "ათი ელჩის გაძევება თურქეთის ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილების ნიშანია. ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. თავისუფლება ოსმან კავალას,"-წერს "ტვიტერზე" სასოლი. ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)