|
2021-10-22 15:05:25, 1084 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის რიაზანის ოლქში, დენთის საწარმოში აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა
რიაზანის ოლქის შილოვსკის რაიონში მდებარე დენთის საწარმოში აფეთქება მოხდა, აღნიშნული მომენტის ამსახველი ვიდეოს რუსული მედია ავრცლელებს. კადრებზე ჩანს აფეთქება და შემდეგ ხანძარი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 16 ადამიანი. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, ის საავადმყოფოში გადაყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური პროცესის დარღვევა გახდა . როგორც ქარხნის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი , საწარმო ექვსი წლის წინ გაკოტრდა და 2017 წლიდან არ ფუნქციონირებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სახელოსნო ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება-შენახვასა და საბრძოლო მასალის განადგურებას ეწევა. ადგილზე სახანძრო- სამაშველო და სამედეიცინო ჯგუფები მუშაობდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებოდა რიაზანის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ფილიპოვი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი . საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)