|
2021-10-21 20:55:40, 1333 ნახვა
მსოფლიო
ოპოზიციონერმა ლუბოვ სობალმა რუსეთი დატოვა - პუტინის ფაშისტურმა რეჟიმმა მაიძულა წავსულიყავი
ოპოზიციონერმა ლუბოვ სობალმა რუსეთი დატოვა. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ქვეყანაში აღარ იმყოფება. - "პუტინის ფაშისტურმა რეჟიმმა მაიძულა წავსულიყავი" - აღნიშნა, მან ტელეკომპანიასთან საუბარში. ოპოზიციოერის თქმით, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და "პუტინის ფაშისტური რეჟიმისგან" ყველაფერს ელოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სობალი არ ასახელებს რომელ ქვეყანაში იმყოფება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლიუბოვ სობოლი ძებნილად გამოაცხადა. სობოლის მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში დაემატა. უწყების ინფორმაციით, სობოლის ძებნილად სისხლის სამართლის მუხლით გამოცხადდა. ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამოაზრე და მხარდამჭერია. ის ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი იყო. ნავალნის ორგანიზაცია ივნისში "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)