13:00 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:47:04, 585 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება

ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება, დარწმუნებული ვართ, მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას.

„ზუგდიდში შევხვდით ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, საუბარი გვქონდა   არჩევნების მეორე ტურზე. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას. ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, მას საზოგადოებამ უნდა გასცეს სათანადო პასუხი. როგორც გაეცა პასუხი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ასევე, ამ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურებში მათ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი. ამ ყველაფრის შემოქმედი პოლიტიკური ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს ამომრჩევლის ხმას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics