|
2021-10-21 17:01:23, 712 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ევროპარლამენტარებზე - არ მაინტერესებს მათი რჩევა-მოწოდება, სააკაშვილისთვის მიხედათ, როცა გამოზარდეს დიქტატორი
არ მაინტერესებს არც მათი რჩევა და არც მოწოდება, მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების მიერ, მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით „არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავებს დრო ამ ქალაქში და ქვეყანაში არ დაბრუნდება“ „ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილს, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და მისი მეუღლე, გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით და ჭკუას გვარიგებს და რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს არც მათი რჩევა და არც მათი მოწოდება. ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)