22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 18:10:09, 1137 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, არასამუშაო კვირის გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭირა

კოვიდ-19 შემთხვევებისა და დაღუპულთა საგანგაშო ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება ნოემბრის დასაწყისში ქვეყანაში არასამუშაო კვირის გამოცხადების ინიციატივას.

მთავრობის წარმომადგენლებთან  შეხვედრაზე  პუტინმა განაცხადა რომ ეს პერიოდი, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე განისაზღვრება.

„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავწიოთ აპიდემიის ახალი ტალღის პიკი. ამასთან დაკავშირებით, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, უპირობოდ, მარს ვუჭერ წინადადებას მთელს ქვეყანაში არასამუშაო დღეების გამოცხადების შესახებ“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 073 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1 028 ადამიანი, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics