21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-10 13:00:13, 1065 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთში მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა არჩევნები წააგო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა აღიარა საპარლამენტო არჩევნებში ANO ცენტრისტული მოძრაობის დამარცხება.
ბოლო მონაცემებით, პრემიერ -მინისტრის მოძრაობამ მიიღო ხმების 27.15%.

დამარცხების მიუხედავად, ის დარჩება ქვედა პალატაში წარმოდგენილი უძლიერესი პარტია და მიიღებს პარლამენტის 200 ადგილიდან არანაკლებ 70 -ს.

"ორმა დემოკრატიულმა კოალიციამ უმრავლესობა მოიპოვა და შესაძლებლობა აქვთ მთავრობა ჩამოაყალიბონ." – თქვა პეტრ ფიალამ გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან უფრო ახლოს არის, არჩევნებამდე, განსხვავებების მიუხედავად, პოპულისტი ბაბიშის წინააღმდეგ ორი კოალიცია ჩამოაყალიბა. პოლიტიკური ანალიტიკოსის მიკაელ კლიმას შეფასებით, არჩევნების შედეგები ბაბიშისთვის დიდი მარცხია, "ჩეხეთის პოლიტიკის აბსოლუტური ცვლილებას" ნიშნავს და "დასავლეთ ბანაკში ქვეყნის პოზიციას ამყარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics